17:01 - 11 Apr, 2026
|
2016-04-12 17:15:20, 1143 ნახვა
მსოფლიო
ბელგიელმა პოლიციელებმა ტერაქტებში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს
ბელგიელმა სამართალდამცველებმა ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი დააკავეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. როგორც მედია საშუალება წერს, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ორივე პირს ბრიუსელში მცხოვრები ტერორისტების თავშესაფართან აქვს კავშირი, ეტერბეკთან, სადაც 9 აპრილს ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულ პირებს ტერორისტული დაჯგუფების წევრობა და მკვლელობები ედებათ ბრალად. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში 22 მარტს, ტერაქტების სერია განხორციელდა. პირველი ტერაქტი ბრიუსელის აეროპორტში მოხდა, სადაც 2 თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შემდეგაც აფეთქება ქალაქის მეტრო სადგურ მოლბეკზე განხორციელდა. ტერაქტების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)