20:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 22:33:09, 333 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას როგორც საქართველოს მთავრობის აზრს ისე განიხილავს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას როგორც საქართველოს მთავრობის აზრს ისე განიხილავს. - ამის შესახებ "კურიერს" საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა განაცხადა.

დავით ბაქრაძე ფიქრობს, რომ ზურაბ აბაშიძის განცხადებას მმართველი კოალიციის წარმომადგენლები კი არ ემიჯებოდნენ, არამედ ამართლებდნენ მას. 

"დღეს ჩვენ მოვისმინეთ სპეციალური წარმომადგენლის ბატონი აბაშიძის სიტყვების გამართლება. მოვისმინეთ სრულიად არასერიოზული ტექსტები რომ, დღეს და ხვალ ხო ნატო-ში არ შვედივართ? როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვენლობის მქონე თემას, როგორიც არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ბევრად უფრო სერიოზულად უნდა იქცეოდეს და ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე ცუდი სიმპტომი.

მეორე ცუდი სიმპტომი იყო, რომელიც გამოამჟღავნა ამ ხელისუფლების შინაგანი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ, როდესაც აბაშიძემაც და შემდეგ თავდაცვის მინისტრმა და სხვებმაც ისაუბრეს, რომ ჩვენს რეგიონში არანაირი დაძაბულობა და ხიფათი არ შემოგვაქვსო, იმიტომ რომ ნატო-ს სამხედრო ბაზა კი არ იქნება საქართველოში, მხოლოდ საწვრთნელი ცენტრი იქნებაო-ეს არის ტიპიური რუსული რიტორიკა, რომელიც მთლიანდ ეწინააღმდეგება ნატო-ში გაწევრიანებას,"- აცხადებს დავით ბაქრაძე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics