22:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 12:01:33, 1079 ნახვა

მსოფლიო
ბელგიელი სამართალდამცველები ბრიუსელის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორს, მუჰამედ აბრინის ეძებენ

ბელგიელი სამართალდამცველები ბრიუსელის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორს, 31 წლის მუჰამედ აბრინის ეძებენ.

გამოძიების ინფორმაციით, წარმოშობით მაროკოელი, ბელგიის მოქალაქე მუჰამედ აბრინი ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი იყო 13 ნოემბრის პარიზის ტერაქტის დაგეგმვაში.

აბრინი პარიზის თავდასხმების გადარჩენილი მონაწილის სალეჰ აბდესლამის ბავშვობის მეგობარია.

2015 წლის 10-11 ნოემბერს მუჰამედ აბრინი ძმებ სალაჰ და ბრაჰიმ აბდესლამებთან  ერთად პარიზში ჩავიდა, სადაც 13 ნოემბრის თავდასხმების მონაწილეებისათვის ბინა იქირავა.მუჰამედ აბრინი და სალეჰ აბდესლამი ჩრდილოეთ საფრანგეთში, ერთ-ერთ სადგურში გარესათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს.

ამ დროისთვის გამოძიება არ ფლობს ინფორმაციას, მონაწილეობდა თუ არა აბრინი უშუალოდ ტერაქტებში. მისი ოჯახის წევრების მტკიცებით, 13 ნოემბრის ღამით, ის ბრიუსელში საკუთარ სახლში იმყოფებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics