16:44 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 15:51:10, 399 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ლიტველ კოლეგას ლიტვის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მისალოცი წერილი ლიტველ კოლეგას, ალგირდას ბუტკევიჩიუსს გაუგზავნა.

„ლიტვა წელს მნიშვნელოვან თარიღს აღნიშნავს  - ლიტვის სახელმწიფოს აღდგენის 25-ე წლისთავს. თქვენი მიღწევები ძლიერი, დემოკრატიული და გაბრწყინებული სახელმწიფოს მშენებლობაში აღსანიშნავია. ეს შესაძლებელი გახდა ძლიერი ძალისხმევითა და მიზანდასახულობით, რაც სამაგალითოა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელიც თქვენს გზას მიჰყვება. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენი მასპინძლობა საქართველოში, სადაც ჩვენ გვქონდა ბრწყინვალე შესაძლებლობა, განგვეხილა სამომავლო ნაბიჯები მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები, რომელსაც ღრმა და ყვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხება გვთავაზობს. თქვენი ვიზიტი იყო მეგობარი ქვეყნის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება“, - ნათქვამია მისალოც წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics