17:19 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 16:11:51, 406 ნახვა

პოლიტიკა
ზვიად კვაჭანტირაძე: სხდომაზე ქუცნაშვილი და საგანელიძე გვერდიგვერდ სხედან

„სხდომაზე დაძაბულობა არ არის. ქუცნაშვილი და საგანელიძე გვერდიგვერდ სხედან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისთან განუცხადა, სადაც ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს.  
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით დეპუტატების მიერ გამოთქმულ მწვავე განცხადებებს, კვანჭანტირაძის თქმით, მსგავსი საქციელი ქართველების ჩვევაა.
„სხდომაზე არავითარი დაძაბულობა არ არის. ყველაფერი შესანიშნავად მიდის და ამას შეხვედრის დაასრულების შემდეგაც ნახავთ. ამჟამად ზაქარია ქუცნაშვილი და დავით საგანელიძე გვერდიგვერდ სხედან. რაც  შეეხება მწვავე განცხადებებს, ჩვენ ქართველები ვართ და  მსგავსი საქციელი გვჩვევია“, – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, გუშინ  საპარლამენტო უმრავლესობის 19-მა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა. ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ  კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ხდება. ამასთან, მათივე მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა. " უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ",-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics