12:35 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 13:38:34, 413 ნახვა

პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით  ბრიუსელში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა რატიანი ნატოს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დაესწრო.

მინისტრის პირველმა მოადგილემ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ალიანსის წევრ ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გამოსვლაში მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების მიმდინარეობასა და უწყების სამომავლო პრიორიტეტებზე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები იქნება თავდაცვის მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტური განხორციელება და თავდაცვის სისტემაში რეფორმის ინსტიტუციონალიზაცია.

გარდა ამისა, გოჩა რატიანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრისა და  თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა  პროფესიული განვითარების ცენტრის განვითარების პერსპექტივებზეც.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან თავდაცვის პოლიტიკის და დაგეგმვის საკითხებში ჯონათან პერიშთან, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან გენდერული მიმართულებით ელჩ მარია შურმანთან და კეთილსინდისიერების ამაღლების ჯგუფის წარმომადგენლებთან.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics