03:24 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 14:01:07, 294 ნახვა

პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე ლიტველ კოლეგას იუოზას ოლეკასს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე ნატოს შტაბ-ბინაში, ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, მინდია ჯანელიძე ლიტვის თავდაცვის მინისტრ იუოზას ოლეკასს შეხვდა.

უწყების ცნობით, მინისტრებმა შეხვედრაზე საქართველოსა და ლიტვას შორის არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, სამომავლო პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დეტალებზე. მინდია ჯანელიძემ ლიტველ კოლეგას მადლობა გადაუხადა ამ პროცესში აქტიური ჩართულობის, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში ლიტველი დამკვირვებლების მონაწილეობისთვის.

ლიტვის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. იუოზას ოლეკასმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილისთვის და განაცხადა, რომ ლიტვა აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics