2015-08-19 17:30:38, 904 ნახვა
მსოფლიო
თურქულმა სასტუმროებმა წინასწარი რეზერვაციის პროცედურა გააუქმეს
ქვეყანაში არასტაბილური ვითარების გამო, თურქულ კურორტებზე განთავსებულმა სასტუმროებმა წინასწარი რეზერვაციის პროცედურა გააუქმეს.
ამის შესახებ თურქული გამოცემა Milliyet იუწყება.
გაზეთის ინფორმაციით, 2015 წლის მეორე ნახევარში ტურიზმით მიღებული შემოსავლები თურქეთში 14%–ით შემცირდება და 7.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
გასული წლის განმავლობაში, თურქეთის ტურისტულმა ინდუსტრიამ ქვეყანას 34 მილიარდ დოლარზე მეტი მოუტანა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან