2015-08-18 10:05:58, 928 ნახვა
მსოფლიო
ბანგკოკში აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის ცენტრში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა.
120-ზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო. დაღუპულთა შორის 8 უცხოელია.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. გავრცელებული ცნობით, მოწყობილობები მოტოციკლეტზე იყო დამონტაჟებული.
ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. აფეთქება გუშინ საღამოს ქალაქის ტურისტულ ცენტრში მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან