2015-08-13 12:06:14, 1053 ნახვა
მსოფლიო
ერაყის დედაქალაქში მომხდარ მასშტაბურ ტერაქტს 60 ადამიანი ემსხვერპლა
ერაყის დედაქალაქში მომხდარ მასშტაბურ ტერაქტს 60 ადამინი ემსხვერპლა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ბაღდადის შიიტურ უბანში დანაღმული სატვირთო მანქანა აფეთქდა, რის შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ცნობისთვის, ტერაქტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერაყის დედაქალაქში მომხდარი ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან