2015-01-22 10:34:18, 959 ნახვა
მსოფლიო
ვალერი პერმიაკოვს სომხეთში გაასამართლებენ
რუს სამხედრო პირს ვალერი პერმიაკოვს სომხეთში გაასამართლებენ.
ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბასტრიკინმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა.
„სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად უკვე გადაეცა სომხურ მხარეს, პერმიაკოვის სასამართლო პროცესიც საომხეთში გაიმართება“,-განაცხადა ალექსანდრე ბასტრიკინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა სამხედრო პირმა ვალერი პერმიაკოვმა, სომხეთის ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახი ჩაცხრილა, მათ შორის 6 თვის ჩვილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან