02:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 10:37:18, 4099 ნახვა

კულტურა
თიბისი გალერეამ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის კონცერტს უმასპინძლა

თიბისი გალერეაში, ელისო ბოლქვაძის ფონდ „ლირას" საახალწლო კონცერტი გაიმართა.

მუსიკალურ საღამოზე  ახალგაზრდა პიანისტებმა 11 წლის ბარბარე ჩხაიძემ, 13 წლის ბარბარე თათარაძემ და 13 წლის ილია ლომთათიძემ მსმენელისთვის კლასიკური საფორტეპიანო მუსიკის შედევრები  შეასრულეს.

13 წლის ბარბარე თათარაძე  ჰოლანდიის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემიის მფლობელია. ის ახლახან  წარმატებით წარდგა  მსმენელის წინაშე  ამსტერდამის ცნობილ დარბაზ კონცერტგებოუში.  ბარბარეს ლაივ-კონცერტს ხშირად  აშუქებს ფრანგული არხი MEZZO, რომელიც  მსოლფიოს 45 ქვეყანაში მაუწყებლობს.

13 წლის ილია ლომთათიძემ ასტანის საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილის მფლობელი გახდა. მას მიენიჭა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულტან ნაზარბაევის პრემიაც. ილია არაერთხელ მიიწვიეს რუსეთსა და საფრანგეთში პრესტიჟულ, საერთაშორისო ფესტივალებზე.  

პატარა ვირტუოზები  ამჟამად ე. მიქელაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში იღებენ მუსიკალურ განათლებას. გარდა ამისა, რეგულარული მასტერკლასების ფორმატში, მიშელ სონის ცნობილ, ინოვაციურ საფორტეპიანო მეთოდს ეუფლებიან საფრანგეთსა  და შვეიცარიაში.  

ფონდი „ლირა"  2013 წელს დაარსა ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ. 

ფონდის მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი პიანისტების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობაა. „ლირა" აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფონდთან „SOS Talents Michael Sogny'' (შვეიცარია),  ასევე ყოველწლიური ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია. „ლირას" მხარდაჭერით ვირტუოზმა პიანისტმა ბავშვებმა არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა პრესტიჟულ გალა კონცერტებში საფრანგეთში, შვეიცარიასა და ჰოლანდიაში.

„ლირა" აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქის სამუსიკო სკოლებთან, სადაც ელისო ბოლქვაძე რეგულარულად აწყობს მასტერკლასებსა და შესარჩევ მოსმენებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics