2015-03-16 16:54:25, 748 ნახვა
სხვადასხვა
ვლადიმერ პუტინი: ჭორების გარეშე ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 5 მარტის შემდეგ საჯაროდ პირველად დღეს გამოჩნდა. პუტინი ყირგიზეთის პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს შეხვდა.
BBC-ს ინფორმაციით, შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში გაიმართა.
რუსეთის პრეზიდენტმა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა და აღნიშნა, რომ „ცხოვრება ჭორების გარეშე მოსაწყენი იქნებოდა“.
ამასთან, ყირგიზეთის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის განცხადებით, "რუსეთის პრეზიდენტი არა მხოლოდ დადის, მანქანასაც მართავს და სტუმრებსაც ასეირნებს".
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან