|
2016-09-29 15:59:06, 4246 ნახვა
კულტურა
ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი გაიმართება
1 ოქტომბერს, 18.00 საათზე, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი „ერთ არწივის ორი ფრთა ხართ, ფანდურო და აფხიარცა" გაიმართება. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, კონცერტში მონაწილეობენ: საქართველოს სახალხო არტისტი ელდარ გეწაძე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორები დარეჯან მახაშვილი, თემურ ელიავა, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ნატალია ჭანტურიშვილი, კომპოზიტორები ლელა მაქარაშვილი, ლალი საბანაძე, გოგი შავერზაშვილი, ლევან ტაბატაძე, მაგდა ჭიჭიაშვილი, ალექსანდრე თიბელიშვილი, თამთა კორძაია, ზაზა ხამათაშვილი, ნონა და ირაკლი კორიფაძეები, სიმებიანი კვარტეტი „იბერი", აფხაზეთის ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი", სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია, სოლისტები სოფიო ქირია, თორნიკე მანწკავა. საღამო მიჰყავს მუსიკათმცოდნეს, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ მარიკა ნადარეიშვილს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)