2015-03-10 10:21:29, 480 ნახვა
სამართალი
რუსთაველის გამზირზე შენობის მეორე სართულიდან შუახნის მამაკაცი გადავარდა
რუსთაველის გამზირზე მდებარე ფოსტის ყოფილი შენობის მეორე სართულიდან შუახნის მამაკაცი გადავარდა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც "ექსპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან