2015-03-07 09:53:52, 468 ნახვა
სამართალი
შსს-მ 27 აბი მეტადონი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1970 წელს დაბადებული ხვიჩა ბ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 27 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,266546 გრ მეტადონს შეიცავს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით „ა“ ქვეპუნქტით).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან