00:01 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-22 00:14:49, 556 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდობის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა შეტყობინების საფუძველზე 1989 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი კ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გიორგი კ. ოზურგეთში გრიბოედოვის ქუჩაზე იმ დროს დააკავეს როდესაც იგი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი სახლის გაქურდვას ცდილობდა.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის შესასვლელი კარის ბოქლომი დააზიანა, შიგნით შეაღწია და მოქალაქის კუთვნილ ნივთებს მართლსაწინააღმდეგო გზით დაეუფლა.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მოპარული ბიჟუტერია და მობილური ტელეფონი ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics