14:14 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-19 11:37:50, 672 ნახვა

სამართალი
ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დაკავებულია - TV პირველი

სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე დაკავებულია. მისი ძმა რკინიგზის მაღალჩინოსანი კობა ხუნდაძე კი ციხიდან გაათავისუფლეს | ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს. ირკვევა, რომ კობა ხუნდაძე თვე-ნახევრის წინ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. ვლადიმერ ხუნდაძე ლილუაშვილის კლასელი იყო, ლილუაშვილი კი მისი მეჯვარე.

 "დიახ, როგორც გავიგე ასეა. მისი ძმა გამოუშვეს და ეს ჩაბარდა. მისი ძმა რატომ გამოუშვეს არ ვიცი. მისი ძმა გირაოთი გამოუშვეს ეს კი ჩაბარდა. ეს მოხდა თვე-ნახევრის წინ. მისი ძმა კობა გირაოთი გაუშვესო და ვლადიმერი კი ჩაბარდაო. ეტყობა თავის თავზე აიღო ვლადიმერმა. მკურნალობა ჩაიტარა თურქეთში ოპერაცია. მერე რომ გაიგო ძმის დაპატიმრების ამბავი, ჩამოვიდა და ჩაბარებულა. მე კი არ მომეწონა რომ ჩაბარდა, მაგრამ რა ვიცი" | ამბობს ადვოკატი ზურა ტაბიძე.

 "მე ვიცი ეს ხალხი, მაგრამ ეს ჩვენს საქმესთან ხომ არაფერ შუაშია და რა ვიცი. არ მაქვს უფლება საქმის მასალებზე გესაუბროთ. ზოგადად კობას და მის ძმას ვიცნობ. ეს ინფორმაცია თქვენგან გავიგე. ე.ი. აღკვეთი შეუცვალეს კობას ხომ? ვლადიმერზე როგორც ვიცი იყო ბრალდება წაყენებული სხვა ეპიზოდზე, ფალსიფიკაციის თემაზე. მე არაფერი მსმენია" | ამბობს გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი რობერტ გრიგალაშვილი

 22 ოქტომბერს პროკურატურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი - კობა ხუნდაძე. ხუნდაძეს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

 31 ოქტომბერს კი პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების თანახმად, ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას. ვლადიმერ ხუნდაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა, ადვოკატი ამბობდა, რომ ხუნდაძემ მის მიმართ დაწყებულ სისხლისამართლებრივ დავაზე ინფორმირებული არ იყო და ის ჯანმრთელობის პრობლემების გამო თურქეთში იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics