02:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-24 21:45:42, 12150 ნახვა

სამართალი
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს პატიმრობა შეეფარდა

სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - შემდეგი სასამართლო სხდომა 16 თებერვალს ჩაინიშნა. 

ლილუაშვილის საქმის განხილვა, პროკურორის შუამდგომლობით, დახურული იყო. 

ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით ლილუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

"წარდგენილ ბრალდებაში გრიგოლი თავს დამნაშვედ არ ცნობს, ჩვენ გვაქვს გარკვეული პოზიცია, დავიწყოთ იქიდან, რომ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკიდან გამომდინარე, მეტ-ნაკლებად ჰქონდა მოლოდინი, რომ ამ საკითხებზე ესაუბრა და გამოძიებისთვის ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა, თუმცა დაგვხვდა სხვა რეალობა. რადგან მის მიმართ პირდაპირ დევნა იქნა დაწყებული, ვისარგებლეთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით, რომ ელემენტარულად გავეცნობით სისხლის სამართლის მასალებს და შემდგომ, გვაქვს პოზიცია, რომ გამოძიებას მივცეთ ზუსტი ჩვენება, რასაც პროკურატურა ედავება მას.

ჯერჯერობით საქმის მასალები არ გადმოგვცემია, მოხდა მხოლოდ ბრალდების წარდგენა. სისხლის სამართლის მასალებს ჯერ არ ვიცნობთ, რომ გადმოგვეცემა და შევისწავლით, მერე გვექნება ჩვენი მოსაზრება. ბატონ გრიგოლს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ არ შეიძლება იყოს პირდაპირი მტკიცებულებები ამ ბრალდებაში ასახულ გარემოებებზე." - თქვა ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი 23 დეკემბერს დააკავეს. ივანიშვილის პროკურატურა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ლილუაშვილს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics