13:07 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-19 14:15:59, 19719 ნახვა

სხვადასხვა
პუტინი ზელენსკიზე - ის ხელოვანია, ნიჭიერი. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, ჩვენ მისი ფილმები გვინახავს

„ის ხელოვანია, ნიჭიერი. ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ. ჩვენ მისი ფილმები გვინახავს.“ ამბობს პუტინი ზელენსკის ვიდეოზე, სადაც ის კუპიანსკის მახლობლად მდებარე სტელასთან დგას.

პუტინის თქმით, სტელა ქალაქიდან 1 კილომეტრში მდებარეობს. „სტელა ქალაქიდან ერთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. რატომ უნდა დავდგეთ კართან? შევიდეთ შიგნით? თუ კუპიანსკი მათ კონტროლს ექვემდებარება“, - თქვა რუსეთის ლიდერმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს სტრატეგიულ რეზერვებში. ამან უკრაინის ხელისუფლებას კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებისკენ უნდა შეუწყოს ხელი. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა კუპიანსკის საზღვრებთან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მისი აღება გამოაცხადეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics