03:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-04 21:57:19, 1147 ნახვა

სამართალი
შსს: აქციაზე ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება ოთხი მუხლით დავიწყეთ

ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "თბილისში მიმდინარე აქციის ორგანიზატორების და მონაწილეების მიერ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით" გამოძიება სსკ-ს 317-ე, 187-ე, 222-ე და 225-ე მუხლებით დაიწყო.

"ეს პოლიციელზე თავდასხმას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ნივთის დაზიანებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას, ასევე, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირებას მცდელობას გულისხმობს" - თქვა დარახველიძემ.

ივანიშვილის მინისტრის მოადგილის მტკიცებით, აქცია გაცდა კანონით დადგენილ ნორმებს. მისივე თქმით, პროტესტის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

"დაგიდასტურებთ, რომ აქციაზე რამდენიმე პირია დაკავებული, მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას თუ ვინ არის დაკავებული, რა მუხლით და რა წარმოება აქვს შსს-ს" - ამბობს დარახველიძე.

მისივე ინფორმაციით, "აქციის მონაწილეების მიერ განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის, ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად", ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შსს-ს 14 თანამშრომელია დაშავებული.

"ერთერთი მათგანი მიღებული დაზიანების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია" - ამბობს დარახველიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics