2025-04-06 16:22:14, 917 ნახვა
სამართალი
პოლიციამ „ინდიგოს“ ჟურნალისტი დააკავა
პოლიციამ “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია დააკავა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი ავრცელებს. მისივე ცნობით, სორდიას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ჟურნალისტი ახლა დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
პოლიციამ დააკავა “ინდიგოს” ჟურნალისტი საბა სორდია. როგორც პრესსამსახურმა მითხრა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. გადაყვანილია დიღმის იზოლატორში. ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ველოდებით, რომ ადვოკატი შევიდეს და გავიგოთ, რა მოხდა. მეგობრებს უნდა შეხვედროდა, მათ ნახეს საბას კუთვნილი დაგდებული სკუტერი და ასე გავიგეთ მისი დაკავების ამბავი, - წერს ძველიშვილი ფეისბუქზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,