2025-03-20 23:51:27, 4162 ნახვა
სპორტი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს 3-0 მოუგო
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში სომხეთის ნაკრებს 3:0 მოუგო.
მატჩი ერევანში, ვაზგენ სარგსიანის რესპუბლიკურ სტადიონზე მიმდინარეობს.
მატჩში ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა. გეორგი (გიორგი) მიქაუტაძემ ორჯერ გაიტანა: 37-ე და 59-ე წუთებში.
აღსანიშნავია, რომ ათასობით ქართველი გულშემატკივარი ერევანში "ჯვაროსნების" მხარდასაჭერად გაემგზავრა.
ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სომხეთს 23 მარტს თბილისში, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს – მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,