12:50 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 19:53:07, 1118 ნახვა

სამართალი
დამნაშავედ ცნეს 2 პირი, რომლებმაც 16 დეკემბერს მეტროში მოქალაქეებზე იძალადეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისის მეტროში ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 16 დეკემბერს, მეტროში მგზავრობისას ბრალდებულები დაზარალებულს  ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" და „დ" ქვეპუნქტებით ( ძალადობა,  ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ პირს 1 წლით და 9 თვით, ხოლო მეორეს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics