11:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-07 14:15:28, 528 ნახვა

სამართალი
ოჯახის ცნობით, ნიკა კაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პაემანის უფლების გამოყენებას უზღუდავს

ნიკა კაციას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი პაემნის უფლების გამოყენებას უზღუდავს - ამის შესახებ მისი ძმა, ლაშა კაცია სოციალურ ქსელში წერს. 

"ნიკუშას დასტურს არ ეუბნებიან პაემანზე, ჩვენ ვრეკავთ ცხელ ხაზზე რომ გავარკვიოთ დრო და თარიღი და ახალი ბრძანება გვაქვს არ გავცემთ მაგ ინფორმაციასო. კიდე ბევრი დეტალია რასაც ნიკუშას წერილებში ვკითხულობ და პირობას ვდებ მაგრად განანებთ ყოველ თქვენს საქციელს!!! ბრძოლა არის და იქნება ბოლომდე" - წერს ლაშა კაცია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე ნიკა კაცია გასული წლის 7 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგინა, რაც რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კაცია წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი "ჩაუდეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics