12:20 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 18:56:46, 14610 ნახვა

Lifestyle
პრინც ჰარის სარჩელი მერდოკის ტაბლოიდების წინააღმდეგ - შეთანხმება მიღწეულია

შეთანხმება მიღწეულია ბრიტანეთის პრინც ჰარის მიერ აშშ-ის მედია მაგნატის რუპერტ მერდოკის News Group Newspapers-ის (NGN) წინააღმდეგ აღძრული სარჩელის შესახებ მონაცემთა სავარაუდო უკანონო შეგროვების გამო. პრინც ჰარის ადვოკატმა ეს განცხადება ოთხშაბათს გააკეთა, მას შემდეგ რაც მისი სასამართლო პროცესი მოულოდნელად გადაიდო.

პრინცი მეუღლესთან მეგან მარკლთან და შვილებთან ერთად კალიფორნიაში ცხოვრობს.

პრინცის ადვოკატმა გამოაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულია პრეტენზიების მოსაგვარებლად. NGN-თან შეთანხმების თანახმად, კომპანია დათანხმდა მნიშვნელოვანი ზიანის გადახდას და აღიარა, რომ პრინცი ჰარი Sun-ის მიერ უკანონო მოქმედების მსხვერპლი იყო და რომ მისი ტელეფონი გატეხილი იყო News of the World-ის მიერ. NGN-მა ასევე ბოდიში მოიხადა პრინც ჰარის გარდაცვლილი დედის, პრინცესა დიანას კონფიდენციალურობისთვის.

სასამართლო პროცესი სამშაბათს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მხარეებმა მეტი დრო ითხოვეს გარიგების შესამუშავებლად, იტყობინება Reuters.

პრინცმა ჰარიმ პირველად შეიტანა სარჩელი NGN-ის წინააღმდეგ 2019 წელს; ეს იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე სარჩელიდან, რომელიც მან ბრიტანულ გაზეთებს მიმართა.

NGN, რომელმაც ასობით მილიონი ფუნტი გადაუხადა News of the World-ის მიერ უკანონო ინფორმაციის შეგროვების მსხვერპლს და მოაგვარა 1300-ზე მეტი პრეტენზია, მათ შორის ცნობილი ადამიანებისგან, მანამდე მუდმივად უარყოფდა პრინც ჰარის ბრალდებებს.

თვითონაც არაერთხელ უთქვამს, რომ ფულის შოვნას კი არ ცდილობს, არამედ სიმართლის დადგენას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics