13:06 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-23 11:21:05, 636 ნახვა

რეგიონი
ორსანტიაში სოფლის სახლი გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი გოგი რევია, ორსანტიის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის სახლის გახსნას დაესწრნენ. 
როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ორსანტიის სოფლის სახლი აგრონომიულ და ვეტერინალურ საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას შეასრულებს. პროექტის მიზანი, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა კოკისა და ორსანტიის თემში, პროექტი ქალთა აქტიური მონაწილეობით ხორციელდება.

მათივე ინფორმაციით, სოფლის სახლში დასაქმებულია: მენეჯერი, აგრონომი და ვეტერინარი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, ტრენინგები, კონსულტაციები და მონაცემთა ბაზის შექმნა.
ორსანტიის სოფლის სახლი ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 10 საათიდან 17 საათამდე იმუშავებს და მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს გაუწევს.

როგორც გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ მოსახლეობას მიმართა, მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვის მხარს დაუჭერს მსგავს პროექტებს და მიესალმება ამგვარ წამოწყებას,

 ,,ჩვენ არასდროს უკან არ დაგვიხევია, როცა ჩვენი დახმარება მოსახლეობას სჭირდებოდა და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მივიღოთ თანამონაწილეობა ისეთ პროექტებში, რომელთა განხორციელებაც ჩვენი მოქალაქეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა წარმატებები გისურვოთ მომავალ საქმიანობაში და ყოველთვის გქონდეთ ჩვენი თანადგომის იმედი“ - განაცხადა გიზო სართანიამ.
სოფლის სახლის გახსნა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით და მისი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
სოფლის სახლის პრეზენტაციას ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები და და სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics