00:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-26 20:12:47, 1575 ნახვა

სამხედრო
ირაკლი ჩიქოვანი: თავდაცვის ძალები დიდი ოჯახია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს

„თქვენ ისტორიულ დღეს დადეთ ფიცი და შემოუერთდით საქართველოს თავდაცვის ძალებს. მჯერა, ეს გადაწყვეტილება მუდამ იქნება თქვენი და თქვენი ოჯახების ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ნაბიჯი“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ახალწვეულებს, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს და ქართულ ჯარს შეუერთდნენ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ჯარი უზენაეს სახელმწიფოებრივ მიზანს - ქვეყნის დაცვას ემსახურება. „თავდაცვის ძალები დიდი ოჯახია, რომელიც აერთიანებს საქართველოს ყველა მოქალაქეს და აქვს უზენაესი სახელმწიფოებრივი მიზანი - დაიცვას ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა მან.

448 ახალწვეულმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადეს და თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics