06:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 14:20:42, 1847 ნახვა

სპეციალური ანონსი
ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვა

ევროკავშირის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დეივიდ ო’სალივანი საქართველოში ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ნეტგაზეთს" ევროკომისიაში დაუდასტურეს.

როგორც ევროკომისიის მიერ "ნეტგაზეთისთვის" გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, დეივიდ ო’სალივანი ამჟამად მესამე ქვეყნებს ეწვევა, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე.

"დეივიდ ო’სალივანი ამჟამად ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებზე. საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ჩასვლასაც იგი მომავალ კვირებში და თვეებში გეგმავს", - ნათქვამია ევროკომისიის წერილში.

ამასთან, გამოცემა POLITICO-ს ცნობით, სპეციალური წარმომადგენელი ევროკავშირის სანქციების საკითხებში უკვე იმყოფებოდა თურქეთში, უზბეკეთსა და ყაზახეთში სანქციების გვერდის ავლის მასშტაბის შესაფასებლად.

ცნობისთვის, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დააანონსა, რომელიც მესამე ქვეყნების დახმარებით სანქციების გვერდის ავლას შეეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics