01:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-12 12:37:23, 2433 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის უწყებაში ფრანგულ მხარესთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ საფრანგეთის რესპუბლიკის გაერთიანებული შტაბის ევროატლანტიკური და ორმხრივი ურთიერთობების ხელმძღვანელს უმასპინძლეს. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ საზღვაო კაპიტან მატიე დუიეს საფრანგეთის პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარებისთვის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. მათ საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებაში ფრანგული მხარის წვლილი ხაზგასმით აღნიშნეს.

შეხვედრაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და მომავალი წლის გეგმები დასახეს, რომელიც თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics