06:54 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-16 12:17:27, 1063 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალებში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო მოსამსახურეების COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის ქუთაისის სამედიცინო ცენტრში მესამე ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა აიცრა. თერმოსკრინინგისა და რეგისტრაციის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს ექიმი გაესაუბრა. ვაქცინაციის შემდეგ კი, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაყოვნების სივრცეში გადაადგილდნენ, სადაც ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ვაქცინირებულ სამხედრო მოსამსახურეებს აცრის დამადასტურებელი კოვიდ ბარათი გადაეცათ.

საყოველთაო ვაქცინაციიდან გამომდინარე, თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტისა და სამხედრო ჰოსპიტალის ზედამხედველობით, ვაქცინაციისთვის დამატებითი ლოკაციები იქმნება. სურვილის შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს თანამშრომელთა ოჯახის წევრების ვაქცინაციას შესაბამის ლოკაციებზე უსაფრთხოებისა და ვაქცინაციის წესების შესაბამისად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics