18:17 - 12 Apr, 2026
|
2021-05-28 15:30:32, 800 ნახვა
სამხედრო
GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების წვრთნები ღამის პირობებში ჩატარდა
პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების წვრთნები ღამის პირობებში ჩაატარა. წვრთნების მიმდინარეობისას შემოწმდა ასეულის ეფექტურობა და პირადი შემადგენლობის მომზადების დონე თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაში. GDRP-ის შემდგომი შენარჩუნების ფაზის წვრთნების მთავარი ამოცანა მხარდამჭერ ქვედანაყოფთან ერთად სინქრონული მოქმედებებისა და თავდაცვითი ოპერაციების წარმოება იყო. ქვეითთა ბატალიონს მხარს სატანკო ოცეული, სნაიპერების ორი გათვლა, საცეცხლე და საინჟინრო ათეული უჭერდა. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)