09:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 15:45:45, 953 ნახვა

სამხედრო
სენაკის სამხედრო ბაზაზე თავდაცვის ძალების სარდლობების იუბილე აღინიშნა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების დაარსებიდან 5 წელი გავიდა. იუბილესთან დაკავშირებით სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, მისმა მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა და დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა და სარდლობების დღე მიულოცა.

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. მათ ასევე უწყებრივი მედლები, სამახსოვრო დაფა და საპატიო სიგელები გადაეცათ.

2016 წლის 1 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით სახმელეთო ძალების სარდლობა დასავლეთის და აღმოსავლეთის სარდლობებად ჩამოყალიბდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics