12:17 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 13:52:23, 741 ნახვა

რეგიონი
ფოთის საჯარო სკოლებსა და სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო

ფოთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლასა და სააღმზრდელო დაწესებულებაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, რესურსცენტრის დირექტორი გოჩა ქორქია მე–6 ,მე–2,მე–12 და მე– 5 საჯარო სკოლებს ეწვივნენ და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

„ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო მთელი გულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

ყოველი ახალი სასწავლო წელი არის თქვენს ცხოვრებაში ახალი და კიდევ ერთი საინტერესო პერიოდის , ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენის დასაწყისი.

გამორჩეულად ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენს პირველკლასელებსა და პირველკურსელებს–მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია. მინდა მივულოცო ეს დღე მშობლებს და ვუსურვო მათ იმედების გამართლება.

მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე შეძლო გარკვეულწილად ხელი შეეეწყო ჩვენი შვილებისათვის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში უკეთესი პირობების შექმნის თვალსაზრისით. ეს მხოლოდ ნაწილია და დასაწყისია იმ სასიკეთო ცვლილებებისა, რაც ჩვენ ჩვენი შვილების განათლებისთვის უნდა განვახორციელოთ. ჩვენ მათ უნდა მივცეთ ყველა საშუალება, უნდა შევუქმნათ ყველა პირობა, რათა ხარისხიანი განათლება მიიღონ და ამაში ჩავდებთ მთელ ძალისხმევას“, –აღნიშნა სიტვით გამოსვლისას ქალაქის მერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ფოთის მე-6 საჯარო სკოლის შენობის ფასადისა და გადახურვის რეაბილიტაციისთვის 160 ათასი ლარი გამოყო,ხოლო მე-8 საჯარო სკოლისთვის 175 ათასი .

ამჟამად , სკოლის შენობის სახურავი განახლებულია, მთლიანად შეიცვალა ხის კონსტრუქციები და ძველი თუნუქის ფურცლების ნაცვლად, მეტალოკრამიტით დაიფარა სახურავი. შეიცვალა ძირითადი კორპუსის შესასვლელი კარებები. მოეწყო შენობის გარშემო სარინალი (სარტყელი).

ფოთში სულ 11 საჯარო და 3 კერძო სკოლაა. წელს ფოთის საჯარო სკოლაში 480 პირველკლასელი მივიდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
შსს 24-საათიანი პროტესტის უფლებას არ გვაძლევს – დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics