01:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-05 20:07:56, 18674 ნახვა

ომი უკრაინაში
ცერცვაძე - მატება, რომელიც აჭარაში დაფიქსირდა, განგაშის საფუძველს არ იძლევა

"ეს გარკვეული მატება, რომელიც აჭარაში დაფიქსირდა, განგაშის საფუძველს არ იძლევა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მიკროაფეთქებები არ გასცდენია იმ ზღვარს, რომ ვირუსის ფართო გავრცელებაზე ფიქრის საფუძველი შექმნილიყო.

„ეს გარკვეული მატება, რომელიც აჭარაში დაფიქსირდა, განგაშის საფუძველს არ იძლევა. ეს გარდაუვალია, როდესაც კოვიდის პანდემიის გარემოცვაში ვცხოვრობთ, როდესაც მთელ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება, როდესაც მთელ სამეზობლოში ვერაფრით ვერ მიაღწიეს ინფექციის კლებას.

მე ყურადღებით ვაკვირდები და ეს მიკროაფეთქებები და ლოკალურ მატებები არ გასცდენია იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ქვეყანაში ფართო გავრცელებას ექნება ადგილი. საქართველომ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კოვიდთან ბრძოლაში დიდ წარმატებას მიაღწია როგორც შემთხვევების სიმცირის, ისე გარდაცვლილთა სიმცირის მხრივ, ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს საქართველოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics