|
2020-09-02 11:12:03, 2846 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 22 ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდანაა, 5-ის წყარო კი, უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევიდან 5-ის ინფიცირების წყარო უცნობია. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 251 დადასტურებული პაციენტი. „38 დადასტურებული შემთხვევის განაწილება ასეთი გახლავთ: 22 არის ბათუმის საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდან, 7 შემთხვევა გახლავთ დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 შემთხვევა შემოტანილია და აქედან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 5 პირზე კი მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი დღევანდელი მონაცემებით 82 გახლავთ. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 251 დადასტურებული შემთხვევა. აქედან რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტი და 15 მძიმე პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. როგორც მან აღნიშნა, ამჟამად, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი მკურნალობს, საიდანაც ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)