01:24 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-19 12:01:08, 15509 ნახვა

ომი უკრაინაში
21 აგვისტოდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება

21 აგვისტოდან მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, გაიხსნება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ორ სოფელში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება ვითარებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„როგორც მოგეხსენებათ, მესტიის მუნიციპალიტეტში 10 აგვისტოდან დაიწყო შეზღუდვები, ამ პერიოდიდან დღემდე, განხორციელდა ბევრი ეფექტური ღონისძიება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა ეპიდემიის აღკვეთასა და შეჩერებაში.

მინდა გაცნობოთ, რომ დღეს უწყებათაშორისო საკოორდინაციო საჭოზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 21 აგვიტოდან გაიხსნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, აღნიშნულ ორ სოფელშიც გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics