|
2020-08-10 16:27:46, 19018 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანაცვის მინისტრი - მესტიაში ქმედებები დროულად დაიწყო და არ გვაქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი გვექნება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მესტიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებზე ისაუბრა. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ქმედებები დროულად დაიწყო. „მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს საკარანტინე ღონისძიებების გამკაცრება არსებულ მუნიციპალიტეტში. დღეის მდგომარეობით, ხუთი აქტიური ჯგუფი მუშაობს, რომ გამოვლენილ იყოს ყველა საეჭვო შემთხვევა. ასევე, ადგილზე ხდება საავადმყოფოს მობილიზება, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ და მიმართონ იქ არსებულ ცხელების ცენტრს. რა თქმა უნდა, ვეცდებით, მოხდეს ძალიან ოპერატიული ჩართულობა ყველა საჭირო უწყების, იმისათვის რომ მოხდეს ყველა სიპტომური და არასიმპტომური შესაძლო შემთხვევების დროული გამოვლინება“ მინისტრის ინფორმაციით, მობილიზებულია რუხის საავადმყოფო, სადაც ყველა შესაძლო პაციენტის განთავსება იქნება შესაძლებელი. „საჭიროების შემთხვევაში რა თქმა უნდა დამატებით რესურსად იქნება გამოყოფილი, როგორც აჭარაში ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე ქუთაისის საავადმყოფოების და თბილისის საავადმყოფოების გამოყენება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქმედებები იყო დაწყებული საკმაოდ დროულად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მაღალი რიცხვი იქნება პაციენტების. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, რომ ეპიდემიოლოგების და სასწრაფო გადაუდებელი ცენტრის მხრიდან მოხდეს ოპერატიულად ყველა შესაძლო შემთხვევის გამოვლენა“, – განაცხადა მინისტრმა. მინისტრის ინფორმაციით, დაბა მესტიაში ინფიცირების პირველად წყაროდ სტუმრად მყოფი მამაკაცი არის მიჩნეული. მისივე თქმით, გამომიდნარე იქიდან, რომ შესაბამისი ქმედებები დროულად განხორციელდა არ არსებობს მოლოდინი, რომ პაციენტების რიცხვი მაღალი იქნება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მომენტისთვის არსებული მდგომარეობა არ არის მეორე ტალღა. „არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს პროცესი, ხასიათდება გარკვეული რიცხოვნობის ზრდით, მაგრამ ის მოლოდინი, რომლებზეც მოსახლეობას აქვს განცდა, რომ ეს არის მეორე ტალღა და შესაძლო პიკი, ეს არ გახლავთ ის შესაძლო პიკი, რომელსაც ჩვენ ველოდებით შემოდგომაზე. კვლავ ვადასტურებ, რომ რა თქმა უნდა, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანა, ჩვენც ველოდებით გარკვეულ გამწვავებებს, სწორედ აქედან გამომდინარეა მაქსიმალური ოპერატიული ჩართულობა და მოსახლეობის ინფორმირებულობა“,-განაცხადა ტიკარაძემ. შეგახსნებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები იმოქმედებს.
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)