2020-08-01 13:14:50, 15978 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 5 462 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 95 პაციენტი კი, გარდაიცვალა
რუსეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 5 642 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 845 443-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში კოვიდ19-ით კიდევ 95 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცვი 14 058-მდე გაიზარდა.
ამასთანავე, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ19-სგან 646 524 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რიცხვით რუსეთი მეოთხე ადგილზეა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან