2020-07-27 12:13:36, 19609 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩინეთში 6 მარტის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 6 მარტის შემდეგ ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ამის შესახებ „როიტერსი“ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირების 41 შემთხვევა სინძიანის პროვინციაში დაფიქსირდა, სადაც კორონავირუსის გავრცელება 5-თვიანი პაუზის შემდეგ დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ჩინეთში კორონავირუსის 83 981 შემთხვევა დადასტურდა, 4 634 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,