2020-07-23 11:20:14, 14896 ნახვა
ომი უკრაინაში
ქვეყანაში კოვიდ19-ის 12 ახალი შემთხვევიდან, სამის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია
ქვეყანაში კოვიდ19-ის 12 ახალი შემთხვევიდან, სამის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათი ინფიცირების წყაროსა და კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
„12 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ხუთი პაციენტი აქედან არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ორი არის გაჩიანის წყაროდან, ორი იმპორტირებული შემთხვევაა და სამი პირის წყაროსა და მათი კონტაქტების მოძიება გრძელდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან