2020-07-22 13:05:28, 21001 ნახვა
ომი უკრაინაში
იუსტიციის დეპარტამენტი ორ ჩინელ ჰაკერს აშშ-ის კოვიდ19-ის ვაქცინის კვლევის მოპარვის მცდელობაში ადანაშაულებს
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ორ ჩინელ ჰაკერს აშშ-ს კოვიდ19-ის ვაქცინის კვლევის მოპარვის მცდელობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Foxnews ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული ორი ჰაკერი ასობით კომპანიის, სამთავრობო ორგანიზაციის, ასევე ცალკეული პირებისა და სასულიერო პირების კომპიუტერულ სისტემებში შეიჭრნენ.
დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ჰაკერები მონაცემებს არამარტო საკუთარი ფინანსური სარგებელის მიღებისთვის, არამედ ჩინეთის მთავრობის სასარგებლოდაც იყენებდნენ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან