2020-07-22 10:32:34, 11692 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში კორონავირუსის 62 752 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 056 პაციენტი გარდაიცვალა
აშშ-ში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 62 752 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 056 პაციენტი გარდაიცვალა.
შესაბამის მონაცემებს CNN-ი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, ეს დაღუპულთა შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის, რომელიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში გამოვლენილა.
ქვეყანაში ჯამში, კორონავირუსით ინფიცირების 3 902 058 შემთხვევაა გამოვლენილი. აშშ ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,