2020-07-20 15:21:39, 19700 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ბოლო 20 შემთხვევა გარდაბანში დაფიქსირდა, ორ სოფელში გაფართოებული ტესტირება დაიწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ბოლო 20 შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.
მისი თქმით, ხვალიდან მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში გაფართოებული ტესტირება დაიწყება.
როგორც ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქვეყანაში კოვიდ19-ით ინფიცირებული ახალი შემთხვევების პირველწყაროების მოძიება დროულად ხდება, თუმცა ჭარბობს იმპორტირებული შემთხვევები.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან