|
2020-07-11 11:37:11, 8680 ნახვა
სამხედრო
უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა
თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. სამთო სწავლება თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა და სკოლის პირადმა შემადგენლობამ შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებთან ერთად გაიარეს. სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი სამი კვირის განმავლობაში საჩხერესა და ჭიათურაში მდებარე სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. კურსს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. თავდაცვის ძალებისა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ სამთო მომზადების განმავლობაში სამთო აღჭურვილობის შერჩევა, მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები შეისწავლეს, ასევე გაიარეს სამხედრო- ალპინისტური და სამთო-ტექნიკური მომზადება, გადაადგილება მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენის და ევაკუაციის ორგანიზება. სწავლების მონაწილეებს სამთო-ტექნიკური მომზადების წარმატებით დასრულება სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ზურაბ ჭაბაშვილმა მიულოცეს. კურსდამთავრებულებმა შესაბამისი სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და სამთო მომზადების ზაფხულის შუალედურ კურსში მონაწილეობისთვის რეკომენდაცია მიიღეს. თავდაცვისა და შსს-ს სამინისტროები უწყებათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივ სამთო კურსებს 2018 წლიდან რეგულარულად ატარებენ.
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)