03:40 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-08 11:43:26, 18137 ნახვა

ომი უკრაინაში
ეზუგბაია - კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ერთი კი შიდა გადაცემას უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი იმპორტირებულია, ხოლო ერთი შიდა გადაცემის ფაქტს უკავშირდება.

მისი თქმით, ინფიცირებულებს შორის სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

„დღევანდელი მონაცემებით, ხუთი ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. იყო 958 და ახლა არის 963 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული მხოლოდ სამი პაციენტია. იყო 838 და ამჟამად არის 841. ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს.

ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი არის შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ამ ოთხიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთი საკარანტინო ზონიდან დადასტურებული შემთხვევა. მეხუთე შემთხვევა არის დადასტურებული კონტაქტის კონტაქტი, ანუ შიდა გადაცემა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ერთი ახალი პაციენტი დაემატა, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე კორონავირუსის დიაგნოზით 22 პაციენტი მკურნალობს.

„ახალი დადასტურებული შემთხვევა არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. მისი მდგომარეობა არ არის მძიმე, საშუალო სიმძიმისაა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც სტაბილურია, არსად არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება“, - განაცხადა მარინა  ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics