13:14 - 13 Apr, 2026
|
2020-06-30 11:31:26, 16797 ნახვა
ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ერთი პაციენტია მოთავსებული, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფექციურში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით ერთი პაციენტი მკურნალობს, რომელიც უკვე გამოჯანმრთელდა. მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ყირიმ-კონგოს 10 შემთხვევაა დადასტურებული. „ჩვენ ამ ეტაპზე გვყავს მხოლოდ ერთი პაციენტი, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და ალბათ, მალე კლინიკას დატოვებს. საეჭვო ყირიმ-კონგოზე შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომლებთანაც გამოირიცხა აღნიშნული დიაგნოზი და ამ ეტაპზე მათ მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინიც დატოვებენ კლინიკას. ფაქტობრივად, აღარ არის ამ ეტაპზე. ჯერჯერობით შემიძლია გითხრათ, ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ 10 დადასტურებული ყირიმ-კონგოს შემთხვევაა დღევანდელ დღემდე“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)