2020-06-27 11:39:47, 16487 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული, 45 242 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 45 242 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
რაც შეეხება worldometers.ge-ზე არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცრებულთა საერთო რაოდენობამ 2,552,956-ს მიაღწია, საიდანაც 127,640 გარდაცვლილი და 1,068,703 გამოჯანმრთელებულია.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით და გარდაცვალების მაჩვენებლით, ამერიკის შეერტებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,