|
2020-06-23 11:32:18, 16383 ნახვა
ომი უკრაინაში
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტი მკურნალობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისი თქმით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია. „ჩვენს ცენტრში გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა, ორი ახალი პაციენტი მივიღეთ. ამ ორი ახალი შემთხვევიდან არც ერთი არ არის მძიმე. ერთთან გვაქვს მსუბუქი სიმძიმის პნევმონია, მეორე - პნევმონიის გარეშეა. ჩვენი ორი ახალი პაციენტი არის სტუდენტი საკარანტინე სივრციდან, ისინი სწავლობდნენ სომხეთში და დაბრუნდნენ, კარანტინში იყვნენ და ჩატარებული კვლევის დადასტურებული პასუხით გადმოყვანილნი იქნენ ჩვენთან. ზოგადად კლინიკაში, 24 პაციენტიდან ყველას სიმძიმე არის საშუალო და საშუალოზე მსუბუქი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)