|
2020-06-22 15:10:05, 15285 ნახვა
ომი უკრაინაში
გამყრელიძე - დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში დღევანდელი ეპიდსიტუაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს. მისი თქმით, ძალიან ბევრმა ქვეყანამ ჩაატარა არჩევნები პანდემიის პერიოდში. საქართველო ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას გაიზიარებს. „ძალიან ბევრმა ქვეყანამ ჩაატარა არჩევნები პანდემიის პერიოდში, ახლა ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. პანდემიის პერიოდში ზოგმა გადადო არჩევნები,ზოგმა გაახანგრძლივა დროში, ზოგმა ჩაატარა, ასე რომ ამის ანალიზი ხდება საერთაშორისო გამოცდილების ფონზე. საქართველოში დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და ის იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს და სასწავლო პროცესიც დაიწყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)